დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მე-2 კლასში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჰიგიენის მნიშვნელობას საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა
11-05-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო დღეებს სთავაზობენ. სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. 

ამის მაგალითია, ფიზიკურ აღზრდაში, მე-2 კლასში ჩატარებული გაკვეთილი თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჰიგიენა“, რომელიც მოსწავლეებს პედაგოგმა - მარინე ნაცრიშვილმა შესთავაზა. 

„გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლემ შეძლოს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერება, თუ როგორ დაიცვას პირადი ჰიგიენა და უსაფრთხოების  ელემენტალური წესები. გაკვეთილზე მიწვეული იყო სკოლის ექრთანი თამარ კაციტაძე, რომელმაც ჰიგიენაზე ისაუბრა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად საინტერესოც აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203