გაჭედილის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნიკა ბაღიშვილი კიკბოქსინგში ევროპის ჩემპიონია
11-05-2023
გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნიკა ბაღიშვილმა მორიგ სპორტულ წარმატებას მიაღწია. 

ის საქართველოს ექვსგზის ჩემპიონია „უშუ-სანდაში“, საქართველოს შვიდგზის ჩემპიონია „კიკბოქსინგში“ და ასევე საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებული და პრიზიორი გახლავთ. ამჯერად კი, ევროპის ჩემპიონი „კიკბოქსინგში“ K-1 გახდა და  საუკეთესო მებრძოლის სტატუსი და თასი ღირსეულად დაიმსახურა.

მოსწავლემ სამი წარმატებული ბრძოლა ჩაატარა. სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

„ცხადია, ამ დიდ წარმატებაში ლომის წილი მიუძღვის მწვრთნელს, პედაგოგ დათა წულაიას. ვულოცავთ ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203