შუასურების საჯარო სკოლის მე-7 კლასში სასწავლო ვიქტორინა გაიმართა
11-05-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, მე-7 კლასში სასწავლო ვიქტორინა - „პროტონი“ ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები, ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლის ტიტე რამიშვილის ხელმძღვანელობით, უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიებაზე ერთმანეთს მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობები ენაცვლებოდა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ცოდნა გაიღრმავეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203