გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინი ფეხბურთის ამხანაგურ მატჩში დამაჯერებლად გაიმარჯვეს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, გალავნისა და ბიწმენდის საჯარო სკოლების მე-8 კლასის მოსწავლეთა შორის, მინი ფეხბურთში, ამხანაგური გასვლითი მატჩი ჩატარდა. მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს, ღირსეულად იასპარეზეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
თამაში გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გამარჯვებით, ანგარიშით - 7:2 დასრულდა.
თამაშს მცხეთის მუნიციპალიტეტის სპორტული აიპ-ის ხელმძღვანელი - თამაზ გრძელიშვილი, გალავნისა და ბიწმენდის თვითმართველობის ხელმძღვანელები და სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამარჯვებული გუნდი მედლებითა და სიგელებით თამაზ გრძელიშვილმა დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები: