ხორენიის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
11-05-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში საწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად კი, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. აქტივობაში, რომელსაც ქართული ენის მასწავლებელი   ლეილა დათაშვილი და გეოგრაფიის მასწავლებელი არმენაკ ასატრიანი ხელმძღვალებდნენ, მოსწავლეები უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში ამბობენ, თამაშის მიზანი მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება, მათი ჩართულობის გაზრდა და წახალისება იყო. კითხვები კი სხვადასხვა საგნიდან დასვეს. 

„ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ რამდენიმე ათწლეულს ითვლის და ინარჩუნებს მაღალ რეიტინგსა და პოპულარობას ყველა ასაკის ახალგაზრდებში და სასკოლო ცხოვრებაში. პირველად „რა? სად? როდის?“ საქართველოს პირველ არხზე 1996 წელს გავიდა. ის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროექტია ქართულენივან სივრცეში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203