ძირკვაძეების საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური პირველობის გამარჯვებულია
11-05-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სპორტულ აქტივობებში ხშირად და მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ბათუმში საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული პირველობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩატარდა. მათ შორის იყო ფრენბურთი, რაშიც სკოლის გოგონათა გუნდი მონაწილეობდა. 

მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და დიდ წარმატებას მიაღწიეს - გუნდმა გაიმარჯვა. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203