„წელიწადის დროები“ - ვალის N4 სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ხელოვნების გაკვეთილი ჩატარდა
11-05-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით, მრავალფეროვანი გაკვეთილები იგეგმება და საინტერესო აქტივობები ხორციელდება.

ამჯერად, სკოლის დაწყებით კლასებში, ხელოვნების გაკვეთილზე საინტერესო აქტივობები ჩატარდა.

„გაკვეთილის მოსწავლეთა ფანტაზიის და წარმოსახვის უნარების განვითარებას მიეძღვნა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის მიზანი იყო - მოსწავლემ შეძლოს წელიწადის დროების დახატვა შესაბამისი ფორმებით. 

„გაკვეთილზე მოსწავლეებმა ნახეს ვიდეო წელიწადის დროებზე, დააკვირდნენ გარემოს ფერებსა და ფორმას სხვადასხვა დროს, დაკვირვების შედეგები კი ასახეს თავიანთ ნამუშევარში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა, მასწავლებელ ია ჩადუნელის ხელმძღვანელობით და სპეცმასწავლებლის - ქეთევან მოსეშვილის ჩართულობით პლაკატი - „წელიწადის დროები“ შექმნეს, გააფორმეს შესაბამისი ფერებით, რომლითაც თითოეულ დროსთან მიმართებით თავიანთი განწყობა გადმოსცეს.

გაკვეთილის ბოლოს კი მოისმინეს ჟირაფი ჟოზეს სიმღერა წელიწადის დროებზე და როგორც სკოლაში გვიყვბიან, შემდეგ მასთან ერთად იმღერეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს ავითარებს

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203