ძევრის საჯარო სკოლაში მომავალ აბიტურიენტებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა
11-05-2023
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ კი საინტერესო შეხვედრები იმართება.

ამჯერად, სკოლაში მომავალ აბიტურიენტებს დამამთავრებელი კლასის მოსწავლე - აბიტურიენტი აკაკი ზაქარიაძე შეხვდა.

აბიტურიენტმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ არაჩვეულებრივი რჩევები მისცა. 

შეხვედრაზე მან საინტერესოდ ისაუბრა - თუ რაზე უნდა გაამახვილონ აბიტურიენტებმა პროფესიის არჩევისას ყურადღება და როგორ გაართვან დატვირთულ სამეცადინო განრიგს თავი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203