ზემო თხილნარის საჯარო სკოლის კლუბის - „მომავლის თაობა“ წევრები საბავშვო პოეტს ესტუმრნენ
11-05-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ლიტერატურის, პოეზიის, ხელოვნების სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ და მათი თვალსაწიერის გაფართოებას მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით ცდილობენ. 

სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს კლუბი „მომავლის თაობა“, რომლის წევრები საბავშვო პოეტს, ამავე სოფლის მკვიდრ ვარდო დევაძეს ესტუმრნენ. 

მოსწავლეები პოეტის შემოქმედებას გაეცნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

„ემოციებით დატვირთული  და ნაყოფიერი დღე“,- ასე აფასებენ აქტივობას სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203