„კახეთო, ჩემო კახეთო...“ - ვარდისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგ ელიზა კვინიკაძისა და VI კლასის მოსწავლეთა საინტერესო სადამრიგებლო პროექტი
11-05-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. პედაგოგები მომავალ თაობას საინტერესო და მარავალფეროვან პროექტებში რთავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის ხარისხზე დადებითად აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია, VI კლასის და დამრიგებელ ელიზა კვინიკაძის სადამრიგებლო პროექტი - „კახეთო, ჩემო კახეთო...“, რომელიც  თანდათან ძალაში შედის.

11 აპრილს დაუვიწყარი დღე იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის, „გაცოცხლდა“ ფიროსმანი, მოსწავლეებმა ტილოზე, ქაღალდსა და მუყაოზე ფიროსმანის ნამუშევრები შეასრულეს. მოეწყო გამოფენა.

ლოზუნგით - ”ხელოვნებაა თავად უკვდავება...“ ბავშვებმა საკუთარი ხელით შექმნეს ფიროსმანის საცხოვრებელი ადგილის და დუქნის იმიტაციები.

მედუქნის როლს ასახიერებდა გიორგი ქუფარაშვილი და თავად ფიროსმანს კი შალვა მაჭარაშვილი.

„იმ დღესვე გადაწყდა, რომ მომავალ შაბათს მოეწყობოდა ექსკურსია ფიროსმანის სახლ-მუზეუმში და იდეას ხორციც შეესხა. შთაბეჭდილებას შთაბეჭდილება ცვლიდა. ის დღე არასოდეს დაავიწყდებათ VI კლასის მოსწავლეებს და მათ მშობლებს, რადგან აღსანიშნავია მშობლების აქტიური ჩართულობა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203