„სკოლის სუფთა ეზო“ - გარემოსდაცვითი აქტივობა სამების საჯარო სკოლაში
10-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა - სოფიკო ნიქაცაძემ, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა ჩაატარა. 

აქტივობის სახელწოდება - „სკოლის სუფთა ეზო“, გახლდათ. 

აქტივობის ფარგლებში, პედაგოგმა და მოსწავლეებმა სკოლის ეზო დაასუფთავეს, მათ სუფთა გარემოზე ისაუბრეს და აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და მისი დაცვა. 

მოსწავლეებმა და მასწავლებელმა, განიხილეს თემა, როგორ უნდა იზრუნონ სკოლის გარემოზე, ბუნებასა და დედამიწაზე.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში გარემოსადმი სიყვარულის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203