აგარის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო საგნობრივი კონფერენცია გაიმართა
10-05-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, სკოლაში შიდასასკოლო საგნობრივი კონფერენცია გაიმართა. მასში მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ თემები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქიმიაში, ისტორიასა და უცხო ენაში (რუსული) წაიკითხეს. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ცოდნა გაიღრმავეს, ინფორმაცია გაცვალეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203