ტყიბულის N6 სკოლის მე-3 კლასელებმა სხვადასხვა პერსონაჟის როლები მოიგეს და „მეგობრების წვეულება“ გამართეს
10-05-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის III კლასმა, საინტერესო აქტივობაზე იმუშავა. 

აქტივობას კლასის დამრიგებელი მარიამ მაცაბერიძე ხელმძღვანელობდა, საგაკვეთილო თემა კი  - „დათვის წვეულება“ გახლდათ.

პატარებმა, თემის მიხედვით დათვის წვეულების იმიტაცია გამართეს, და სახელად - „მეგობრების წვეულება“, შეურჩიეს.

მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა პერსონაჟის როლები, დაიყვნენ სტუმრებად და მასპინძლებად, წარადგინეს მხიარული ნომრები, რომლებიც გაჯერებული იყო სიმღერებით, ლექსებით, საინტერესო წარმოდგენებით, ცეკვებითა და  ანეკდოტებით.

მრავალფეროვანი წარმოდგენებით, მოსწავლეები პედაგოგის მხარდაჭერით შეეცადნენ წვეულება საინტერესო და მრავალფეროვანი გაეხადათ.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203