განთიადის საჯარო სკოლის მასწავლებელთა გაკვეთილებს ქოუჩები დააკვირდნენ
10-05-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, საკლასო დაკვირვების გაკვეთილები დაიგეგმა, რომლებსაც ქოუჩები ესწრებოდნენ.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ქეთო ღოღობერიძემ და მათემატიკის პედაგოგმა - ზეინაბ ცხადაძემ მოსწავლეებსა და სტუმრებს მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები შესთავაზეს, რამაც მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ.
„გაკვეთილები სახალისოდ და შემოქმედებითად წარიმართა“,- ამბობენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს