ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
10-05-2023

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, მათ საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი - ფ. კლდიაშვილი გახლავთ, თავიანთი ხელით შექმნილი ნამუშევრების - ნახატები, ნაძერწები, აპლიკაციები, ხელნაკეთი ნივთების, საკლასო- სასკოლო გამოფენა მოაწყვეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ საკლასო ოთახში მათ პატარა მუზეუმი შექმნეს. 

„მათ ძალიან უყვართ ხატვა, სიმღერა. ზოგიერთებისთვის ეს ჰობია. ხელოვნება მოსწავლეებში სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს და ხალისიანს ხდის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა ასევე წაიკითხეს სხვადასხვა ავტორის ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა, რომ  მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ერთი ჩვეულებრივი სასწავლო დღე ხელოვნების ზეიმად აქციეს“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის, რაზეც სკოლა ზრუნავს.

იხლეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203