შუასურების საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა 
10-05-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები მასწავლებელთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს აქტიურად აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ჩრდილებდასმული პირმზითი“ ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა - პრეზენტაციას კითხვა-პასუხის რეჟიმში, ჯგუფურ მუშაობასა და დისკუსიას მონაცვლეობით.

„ღონისძიება მხიარულად, მუსიკის ფონზე დასრულდა, მოსწავლეებმა მიულოცეს დაბადების დღე დედამიწას, ქართულ და ინგლისურ ენაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიების მიზანი იყო მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება.

„მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობებით ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და შესაბამისად, მიზანსაც მივაღწიეთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიების ორგანიზატორი საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელი - ნინო ყარაჯაშვილი გახლდათ, ასევე მასში ჩართული იყვნენ ქართულის, გეოგრაფიისა და ისტ-ის მასწავლებლები.

დედამიწის დღე ყოველწლიურად,  22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203