თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში შედგა სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურისა და ეკოკლუბის მოსწავლეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. მათი მასწავლებელი ნანა ბანძელაძე და ირმა ბაჭვაძე არიან.
მოსწავლეებმა ცენტრის შექმნის ისტორია მოისმინეს და ბავშვთა უფლებების კონვენციის შესახებ ზოგად მიმოხილვას გაეცნენ. ცენტრის საქმიანობა მსმენელებს მისმა ხელმძღვანელმა - მამული ბუჭუხიშვილმა წარუდგინა და სტუმრებს ბავშთა უფლებების შესახებ აქტივობა სპეციალიტმა მაია ბუჭუხიშვილმა ჩაუტარა.
ვიზიტი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: