აჭყვას საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა ხელნაწერი ჟურნალი - „წუთისოფელი ასეა“ შექმნეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს. დავალება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, მასწავლებლის, ირინე გორგაძის ხელმძღვანელობით
მოეწყო.
მოსწავლეებმა, ხელნაწერი ჟურნალი - „წუთისოფელი ასეა“, შექმნეს.
ბავშვებმა ჟურნალში შეიტანეს, თემები:
- წუთისოფლის თემაზე შექმნილი ხალხური ლექსები;
- წუთისოფლის თემაზე შექმნილი ქართველი და უცხოელი პოეტების ლექსები;
- ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილზე შეიმჩნეოდა მოსწავლეთა აქტიურობა და
თემისადმი მათი ინტერესი.
„მადლობა, თითოეულ მათგანს ჩართულობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: