მატნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ასათაშვილმა საგრანტო კონკურსში დაფინანსება მოიპოვა
10-05-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის სამეწარმეო კლუბის - „croot-360“ წევრმა თამარ ასათაშვილმა გრანტი მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ  საგრანტო კონკურსი ახმეტის „ახალგაზრდული იდეის“, ფარგლებში მოეწყო. 

მოპოვებული გრანტის საშუალებით, სკოლა მიკროელექტრონიკით, ელექტრონული ხელსაწყოებით, საკანცელარიო ნივთებით აღიჭურვება. 

სკოლაში აღნიშნავენ, რომ ეს მონაპოვარი მოსწავლეებში ტექნოლოგიური ცოდნის შეძენასა და პრაქტიკული დავალებების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

აღჭურვილობას მოსწვალეები მეწარმეობის კუთხით, მცირე პროტოტიპების შექმნაში გამოიყენებენ, რაც მათ სურვილებს რეალობად აქცევს.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ ყოველივე ეს ბავშვებს სამეწარმეო უნარ-ჩვევებს განუვითარებთ

აღსანიშნავია, რომ სამეწარმეო კლუბი „croot 360“ აქტიურად თანამშრომლობს ახმეტის ინოვაციების ცენტრთან.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203