„მეღვინეობა საქართველოში“ -  ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გაკვეთილი
10-05-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლებმა, მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილი შესთავაზეს. 

გაკვეთილის თემა - „მეღვინეობა საქართველოში“, გახლდათ. 

საგაკვეთილო პროცესში მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ საქართვლოს სხვადსხვა კუთხის ტრადიციების შესახებ მოიძიეს ინფორმაცია, ქვეყანაში გავრცელებულ ყურძნის ჯიშებს გაეცნენ და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სკოლაში შემოქმედებითი აქტივობა ჩაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203