ტყაჩირის საჯარო სკოლის მოსწავლე ტრისტან ჯანელიძემ ძიუდოში, რესპუბლიკურ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა
10-05-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლის მოსწავლემ ტრისტან ჯანელიძემ სპორტულ ღონისძიებაში წარმატებით იასპარეზა. 

ტრისტანი მე-6 კლასის მოსწავლეა, რომელიც სპორტულ შეჯიბრებებში აქტიურად ერთვება და საკუთარ შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენს.

ამჯერად, ტრისტანი ჭიდაობა-ძიუდოში, რამაზ ხარშილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ მეხუთე რესპუბლიკურ ტურნირში მონაწილეობდა, სადაც დამსახურებული მეორე ადგილი დაიკავა. 

„მოსწავლეს ტრისტან ჯანელიძეს ულოცავთ გამარჯვებას! კიდევ მრავალი გამარჯვება მოგველოცოს!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203