ტყაჩირის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა გარემოსდაცვითი აქტივობები გამართეს
10-05-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლაში, ეკოკლუბი აქტიურად მუშაობს და სასკოლო საზოგადოებას საინტერესო გარემოსდაცვით აქტივობებს სთავაზობს. 

ამჯერად ეკოკლუბის წევრებმა, მორიგი აქტივობა დაგეგმეს, აქტივობის ფარგლებში:

  • თემის ცენტრში მოეწყო, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
  • ეკო კლუბის წევრების და მე-3 კლასის მოსწავლე,ამიკო ხურციძის მონაწილეობით,ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი.
  • აქციის ფარგლებში შემოსული თანხით, კლუბის წევრებმა შეიძინეს სააღდგომო ტკბილეული და ერთი დღე გაულამაზეს ქუთაისის მოხუცთა პანსიონის ბენეფიციარებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლება და მათში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203