თბილისის N74 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო კონფერენციაზე საინტერესო კვლევით წარდგნენ
თბილისის N74 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ. კონფერენციაში, საბუნებისმეტყველო
კათედრასთან არსებული კლუბის - „ეკო მეგობრები“, წევრები ჩაერთნენ
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია, სახელწოდებით - „ოქროს რიცხვი 2023“, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ორგანიზებით, მოეწყო.
მოსწავლეებმა წარადგინეს კვლევა თემაზე - ნიტრატების რაოდენობის დადგენა საკვებ პროდუქტებში და პრევენციული ღონისძიებები.
კონფერენცია 7 მაისს გაიმართა, მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და აუდიტორიის წინაშე გაანალიზებული და მნიშვნელოვანი თემით წარდგნენ.
იხილეთ ფოტოები: