დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში, ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
10-05-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. 
 
გამონაკლისი, რასაკვირველია, არც ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, ღონისძიება - „არა ბულინგს“ გაიმართა. მას ბავშვთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი - მაყვალა ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობდა.

აღნიშნული ღონისძიება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან ჩატარდა. აქტივობის ფარგლებში, უჩვენეს ფილმი - „როგორ შევცვალოთ ნეგატივი პოზიტივით“, შეავსეს კითხვარი, მოსწავლეებს სამახსოვრო ბუკლეტები დაურიგდათ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203