ოდიშის N1 სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო კვირეულის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ფარგლებში, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
10-05-2023
ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცხადებულ სასკოლო კვირეულში - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი" აქტიურად ჩაერთნენ. 

კვირეულის ფარგლებში, მოეწყო გამოფენები, ღონისძიებები და სხვადსახვა აქტივობები. მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, საინტერესო ნამუშევრები მოამზადეს და საზოგადოებას წარუდგინეს. 

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

მათი ნამუშევრები მართლაც არაჩვეულებრივი, შინაარსის მატარებელი და საინტერესო იყო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203