დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
10-05-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

მე-10 კლასში არჩევით საგნად ეკონომიკა და სახელმწიფო ისწავლება, რომელიც ეკონომიკურ მოთხოვნილებას, საბაზრო ეკონომიკას, შეზღუდულობას, სარგებლიანობას, ალტერნატიულ ღირერბულებას, შრომასა და სამეწარმეო უნარის შესწავლას ითვალისწინებს. 

ამჯრად, სკოლაში საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, რომლის მიზანი საბაზრო ეკონომიკაში ეკონომიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ტრანსფერი იყო. დაცული იყო მიწოდების კანონი, ფასი და მოთხოვნა.

აქტივობა მასწავლებელ მაია გორელიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203