წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ფრენბურთში შეჯიბრი გაიმართა
10-05-2023
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში ფრენბურთში, ღვაწლმოსილი პედაგოგის - ომარი ხვიჩიას სახელობის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. 
შეჯიბრებაში წყალტუბოს N4, N2 და გვიშტიბის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, სპორტული შესაძლებლობები გამოვლინეს და ღირსეულად იასპარეზეს. 

პირველი ადგილი შერეულ შეხვედრაში N4 საჯარო სკოლის გოგონებისა და ვაჟების გუნდმა, მე-2 ადგილი გვიშტიბის, ხოლო მე-3 ადგილი N2 საჯარო სკოლამ დაიკავა.

გოგონების შეხვედრაში პირველი ადგილი გვიშტიბის საჯარო სკოლამ, მე-2 ადგილი - N4 საჯარო სკოლამ, მე-3 ადგილი კი - N2 საჯარო სკოლამ დაიკავა.

„მადლობა ჩვენს სტუმრებს აქტიური ჩართულობისთვის და სპორტის მასწავლებელს ტარიელ გველესიანს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203