დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები თეატრალურ ფესტივალზე საინტერესო სპექტაკლით წარსდგნენ
10-05-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლას შემოქმედებითი, ნიჭიერი, მიზანდასახული და ბეჯითი მოსწავლეები ჰყავს, რომელებიც სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობაში ერთვებიან.
ამჯერად ისინი თეატრალურ ფესტივალში - „არტ სკოლა“ მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა სპექტაკლი - „რა ხდება აფხაზეთში?!“ წარადგინეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ჟიურის სიმპათია - ალექსი მელიქიშვილმა დაიმსახურა.
„მადლობა ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისათვის. მადლობა ბავშვებო, რომ ასეთი ჭკვიანები, ნიჭიერები, შრომისმოყვარეები და შემოქმედებითები ხართ. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს