„გენდერული თანასწორობა სკოლაში“ - ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში სასკოლო საჭიროების კვლევის ფარგლებში, საინტერესო აქტივობები განხორციელდა
10-05-2023
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს სასკოლო საჭიროების კვლევა, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.

სკოლაში, კვლევის  - „გენდერული თანასწორობა სკოლაში“, ფარგლებში დაგეგმილი ინტერვენციების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. 

კვლევის ფარგლებში ჩატარებული მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოვლინდა რჩეული ათეული და შეიქმნა პოსტერი - „მათ დაამსხვრიეს სტერეოტიპები“.

მოსწავლეებმა, კაცობრიობის ისტორიიდან ის ქალები დაასახელეს, რომლებმაც სტერეოტიპები დაამსხვრიეს.

შედეგები კი, ასე განაწილდა:

1. თამარ მეფე;
2. ადა ლავლეისი;
3. დედა ტერეზა;
4. მალალა იუსაფზაი;
5. ნონა გაფრინდაშვილი;
6. მარი სკლადოვსკი-კიური;
7. ფლორენს პარპატი;
8. ალექსანდრა ჯაფარიძე;
9. ჯოან როულინგი;
10. ანა კონელი.

ასევე, კვლევის ფარგლებში, 8 მაისს მოსწავლეებმა როლური თამაშით წარადგინეს მათ მიერ შექმნილი მცირე ტექსტები თემაზე - „გენდერული თანასწორობა და სამართლიანობა“. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203