ბოლნისის N2 სკოლის მოსწავლეები კვირეულის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ შემოქმედებითი აქტივობებით შეუერთდნენ
10-05-2023
ბოლნისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო კვირეულის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ფარგლებში, არაერთი აქტივობა განახორციელეს.
მათ ინფორმაცია აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ბუნებრივი გარემოსა ტრადიციების შესახებ მოიძიეს. ამ ყველაფრის შემდეგ კი მიღებული ემოციების ნახატებში გადატანა სცადეს.
მოსწავლეები აქტივობის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოვლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს