ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა
10-05-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხისადმი მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
მათ შორის აღსანიშნავია, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქტივობა.
მოსწავლეებმა, იმსჯელეს აღნიშნულ სინდრომზე, სამედიცინო კუთხით განიხილეს რა იწვევს მას, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოიძიეს უცნობი და საინტერესო ინფორმაციები და ერთმანეთს გაუზიარეს.
ბავშებმა, სასკოლო საზოგადოებას, შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია წარუდგინეს და ამ დღის სიმბოლო - ფერადი წინდები, მოირგეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაშიმნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის საინტერესოდ აღინიშნება.