„მეგობრობა სკოლებს შორის“ - ახალშენის N2 სკოლის ინიციატივითა და ორგანიზებით, მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა
10-05-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლის ინიციატივითა და ორგანიზებით მოსწავლეთა კონფერენცია - „მეგობრობა სკოლებს შორის“ გაიმართა შემდეგ საგნობრივ დისციპლინებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, მათემატიკა.

მასში ახალშენის N2, ფერიის, ქვემო ახალშენის საჯარო სკოლების VII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კონფერენციას საპატიო ჟიური - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორი, სკოლა ნიკეს ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი კესო ბორჩხაძე, შოთა რუსთაველის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ჯემალ კარალიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N1 საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის უფროსი მასწავლებელი რევაზ გორაძე ესწრებოდნენ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათი შეფასებები სკოლისათვის ფასდაუდებელი და სტიმულის მიმცემი იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203