„ნუ გადამაგდებ, გადამარჩინე და შემქმენი შენი ხელით“- მარნეულის N5 სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
მარნეულის N5 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებსა თუ ღონისძიებებს ხშირად სთავაზობენ. ამჯერად, მათ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს, აქტივობა - „ნუ გადამაგდებ, გადამარჩინე და შემქმენი შენი ხელით“ განახორციელეს და მეორადი ქაღალდისგან სხვადასხვა პროდუქტი შექმნეს. მათი ნამუშევრები მრავალფეროვანი, საინტერესო და შემოქმედებითი იყო.
პროექტი განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლში პარტნიორი ორგანიზაციაა „სიქა".
„თემო მასწავლებელი და მისი გუნდი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე.
პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების პროგრამის მცირე გრანტების ფარგლებში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: