ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლის - საბა აბულაძის სპორტული წარმატება  
10-05-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლე საბა აბულაძემ სპორტულ ღონისძიებაში პირველი ადგილი მოიპოვა

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 5 მაისს ერედვის მუნიციპალიტეტის მიერ კოდის დევნილთა დასახლებაში ერედვის სახალხო დღესასწაული „მცხეთისჯვრობა“, აღინიშნა. 

ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სახის შეჯიბრება გაიმართა, როგორც ფეხბურთში, ასევე ჭიდაობაში. 

საბამ კი თავისი სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინა, მიღწეული წარმატებისთვის, ერედვის მუნიციპალიტეტმა მოსწავლე, მცხეთისჯვარობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, აქტიური მონაწილეობისთვის დააჯილდოვა. 

ბოგვის სკოლის პედაგოგიური კოლექტივი საბას გამარჯვებას ულოცავს და შემდგომ წარმატებას უსურვებს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ამ კუთხით მოსწავლეთა განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203