ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებს ფილოლოგიის დოქტორმა ქართული ენის ისტორიის შესახებ ლექცია ჩაუტარა
10-05-2023

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, დედაენის დღესთან დაკავშირებით, მე-8 კლასის მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარდათ. მას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი - სოფიო გვარამაძე უძღვებოდა.

მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობის, ანბანის ისტორიისა და ქართული ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, მათ კითხვებიც დასვეს, შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მისი ორგანიზატორი მე-8 კლასის დამრიგებლი სოფიო ნიშნიანიძე იყო.

„შეხვედრა გაიმართა სჯსუ-თან (სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. მისი ორგანიზებისათვის მადლობას ვუხდით უნივერსიტეტსა და ქალბატონ სოფიოს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203