„ენა დედაა ერისა“- ბეშთაშენის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
10-05-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ.
გამონაკლისი, რასაკვირველია, არც დედაენის დღე ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ღონისძიება - „ენა დედაა ერისა“ გამართეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ლექსები წაიკითხეს, დახატეს და ამ დღის ისტორიაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს