„დედაენა დამილოცე მაისო“- თბილისის N178 საჯარო სკოლის მე-3 კლასში ღონისძიება გაიმართა
10-05-2023
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, მე-3 კლასში ღონისძიება - „დედაენა დამილოცე მაისო“ გაიმართა. ისინი აქტივობებში დამრიგებელ ცისია ხუნაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, პასუხისმგებლობით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ საინტერესო ნომრები წარმოადგინეს, საზეიმოდ გამოეწყვნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.

„დედაენას, ჩვენს მშობლიურ ენას დაცვა, მოვლა და პატრონობა სჭირდება. მოსწავლეებმა კი პატივი და თაყვანი სცეს ჩვენს ულამაზეს ენას.  
„სამიათას წელზე მეტხანს გვიცხოვრია,
 როგორც ერსა,
 ბევრსა შავ დღეს მოვსწრებივართ,
 მაგრამ ბევრსაც ბედნიერსა,
 გვიმღერია, კიდეც ვიმღერთ
 ჩვენს ტკბილ „მრავალჟამიერსა“,- წერს დამრიგებელი ცისია ხუნაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203