გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
10-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, მეორე კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. მათ თემატური პრეზენტაცია ნახეს, იმსჯელეს, წერითი აქტივობები თუ ელექტრონული ქვიზები შეასრულეს. გარდა ამისა, მათ ნიღბები და გვირგვინები დაამზადეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი პასიუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთნენ. აღსანიშნავია, რომ ისინი დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.
„შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებისგან, შენ მას შენი შვილებისგან სესხულობ“ - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ეს სიტყვები მეორე კლასელებისთვის ინსპირაციის წყარო გახდა. მათ მიღებული ინფორმაციიდან ნააზრევი გადაიტანეს „ფლიფჩარტზე“ და თვალსაჩინო ადგილას გამოაკრეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს