ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდის ბრწყინვალე წარმატება მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატში
10-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლას ნიჭიერი, შრომისმოყვარე, გამორჩეული და აქტიური მოსწავლეები ჰყავს.
ისინი სხვადასხვა ღონისძიებასა თუ პროექტში ხშირად ერთვებიან. ამჯერად, მოსწავლეები თბილისში, მაგიდის ჩოგბურთში, გუნდური პირველობისთვის გამართულ შეჯიბრში მონაწილეობდნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს, სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს და დიდ წარმატებას მიაღწიეს.
ჟდანოვის საჯარო სკოლის გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა. მათი მწვრთნელი დგარ მნოიანია.
სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ გუნდს და მომავალში ვუსურვებთ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს