ახალციხის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეების ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა. ამჯერად, სპორტის მასწავლებლის, სერგეი ჩარუხჩიანის ხელმძღვანელობით, სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ ჩატრდა.
ერთმანეთს სკოლის ორი გუნდი - „არწივი" და „ბეღურები“ ეჯიბრებოდა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ღირსეულად იასპარეზეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, საბოლოოდ, მეგობრობამ გაიმარჯვა. შეჯიბრების თითოეული მონაწილე სკოლის დირექტორმა ლალი კარკაძემ დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები: