ვალის N4 სკოლის მოსწავლეები ინგლისურენოვან კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
10-05-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურენოვან აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

English Book Education-მა წინასააღდგომოდ, სკოლებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა.

აღნიშნულ აქტივობაში, ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებლის - ელიზა გოზალიშვილის ხელმძღვანელობით, მეხუთე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები გამარჯვებულთა შორის მოხვდნენ, რისთვისაც ისინი სიმბოლური სერტიფიკატითა და ლექსიკონით დაჯილდოვდნენ.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის აქტიურობისა და ჩართულობისთვის მასწავლებელს და მოსწავლეებს, მათ მომავალშიც უამრავ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203