ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეებმა, კვირეულის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ფარგლებში, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
10-05-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასკოლო კვირეული გაიმართა. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სასკოლო კვირეული - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ გამოცხადდა. სწორედ მას შეუერთდა ქუთაისის N40 საჯარო სკოლაც. 

კვირეული სკოლის ადმინისტრაციამ, საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრებმა დააორგანიზეს.  სასკოლო კვირეულის ფარგლებში გამოცხადებული პროექტების საკონკურსო კომისიაც შედგა, რომელმაც აქტივობის გამჭვირვალობა უზრუნველყო.

როგორც სკოლაში ამბობენ, პირველ ეტაპზე, სასკოლო კვირეულის მიზანი აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ბუნებრივი გარემოს, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო. მათ უმოკლეს დროში, საინტერესო პროექტების სახით - ნახატი, ესე, ბუკლეტი, აფხაზეთის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, ხედვა წარადგინეს. 

სასკოლო კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა შემდეგი ნამუშევრები მოამზადეს:

1. ანა გოგიაშვილი - მე-8 კლასი: ნახატი - „აფხაზეთი საქართველოა!“;
2. ლუკა ხურციძე - მე-8 კლასი: ლექსი - „აფხაზეთი ჩვენია!“;
3. გიორგი ლელაძე - მე-6 კლასი: ესე - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“;
4. მარიამ ახრახაძე - მე-6 კლასი: ესე - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“;
5. ელისაბედ ხეცურიანი - მე-6 კლასი: ესე - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“;
6. ანანო ლიკლიკაძე - მე-6 კლასი: ესე - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“;
7. მურმან გეგეჭკორი - მე-6 კლასი: ესე - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“;
8. ამირან სირაძე - მე-6 კლასი: ესე - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“;
9. დავით ხვედელიძე - მე-6 კლასი: ესე - „აფხაზეთი“;
10. ელენე ხურციძე - V კლასი, ნახატი - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“;
11. ელენე ვაჩეიშვილი - VI კლასი: ესე - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“;
12. მარიამ მინდიაშვილი - VI კლასი - ბროშურა „საქართველოს დაკარგული შვილი“;
13. ელისაბედ ხურციძე - VII კლასი: ნახატი - „ამ ცას უშენოდ გახელილი თვალები სტკივა...“;
14. ანი მიქაძე - VII კლასი - ნახატი „აფხაზეთის პეიზაჟი“;
15. ხატია ხურცილავა- VII კლასი - ნახატი - „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია-გაყოფილი გული“;
16. ანასტასია მაჩიტიძე - VII კლასი - ნახატი  „აფხაზეთის დაბრუნება!“;
17. ლიზი ვაშაყმაძე - VII კლასი - ნახატი „აფხაზეთის ომი“;
18. ლიზი ვაშაყმაძე - VII კლასი - ბუკლეტი „აფხაზეთი საქართველოა!“;
19. .ნინი თურმანიძე - VIII კლასი - ესე „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“;
20. .ნია რობაქიძე - VIII კლასი - ესე „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“;
21. მარიამ ხუბლავა - VIII კლასი - ნახატი „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“;
22. თეკლა გოდერიძე - VIII კლასი - ნახატი „გამარჯობა, აფხაზეთო! სინათლის გამარჯვება“;
23. მარიამ სირბილაძე - IX კლასი - ნახატი „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“;
24. .პავლე დავითულიანი - IX კლასი - ნახატი „აფხაზეთი საქართველოა!“;
25. ხატია ბაკურაძე - VII ნახატი „აფხაზი ქალი“;
26. გაბრიელ ჭელიძე - VII კლასი;
27. მარიამ გურული - VI კლასი, მარიამმა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები წარმოადგინა ნახატების - ილორი, ბედია, ბესლეთის ხიდი, მოქვი, ლიხნის ტაძარი, სახით;
28. ქრისტინე გურეშიძე Vკლასი;
29. ელისაბედ გამთენაძე - X კლასი - ნახატი - „მოქვის ღვთისშობლის ტაძარი“.

აღნიშნული ნამუშევრების გამოფენა სკოლის ფოიეში მოეწყო. სასკოლო ტურის ფარგლებში, საკონკურსო კომისიამ მოსწავლეთა ნამუშევრების გაცნობის შემდეგ, გამარჯვებული ნამუშევარი - მე-7 კლასის მოსწავლის ელისაბედ ხურციძის ნახატი - „ამ ცას უშენოდ გახელილი თვალები სტკივა...“ შეარჩია. გამარჯვებული პროექტი საგანმანათლებლო რესურსცენტრში მუნიციპალური ტურისთვის გაიგზავნა.

სასკოლო კვირეულის ფარგლებში მონაწილე თითოეული მოსწავლე სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203