შავღელეს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ჰელოუინის დღესასწაულის შესახებ საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია გამართეს
10-05-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში, საინტერესო პრეზენტაცია მოეწყო, თემაზე - Halloween. 

სკოლაში, პრეზენტაცია მეექვსე კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს, რომელსაც პედაგოგი ზაირა ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მისი დაარსების ისტორია გაიხსენეს, ახალი და უცნობი ფაქტები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს, გაეცნენ დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციებს. 

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციაზე, ბავშვებმა ნიღბები დაამზადეს და მოირგეს, პედაგოგთან ერთად ეს დღე ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203