„ძველი და ახალი ქუთაისი“ - ქუთაისის N40 სკოლის მესამეკლასელები „გვირილობასთან“ დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ
10-05-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მესამეკლასელები გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას შეუერთდნენ. 

სახალსო დღესასწაულთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა პროექტი ქუთაისის ღირშესანიშნავი ადგილების შესახებ მოამზადეს და ღონისძიებაზე პრეზენტაცია, სახელწოდებით - „ძველი და ახალი ქუთაისი“, წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა გვირილებითა და მისალოცი ბარათებით, ეს სახალხო დღესასწაული სკოლის დირექციას, პედაგოგებს და სკოლაში მისულ სტუმრებს მიულოცეს. 

გვირილობა“ ანუ „ქუთაისქალაქობა“, როგორც საქველმოქმედო ღონისძიება მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრდა. მისი ისტორია გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება.

პირველად დღესასწაული 1921 წელს ჩატარდა. საქველმოქმედო აქციის მონაწილე გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.

მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა. ღონისძიება ყოველი წლის 2 მაისს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203