„ფინანსური გადაწყვეტილება - შემიძლია გავხდე მეწარმე“ - რუისის N2 სკოლის VII კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
10-05-2023

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. ამჯერად საინტერესო პროექტი მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებას მიეძღვნა. 

3 მაისს, ​VII კლასში, საგანში - „მოქალაქეობა“ განხორციელდა პროექტი „ფინანსური გადაწყვეტილება - შემიძლია გავხდე მეწარმე“. პროექტი მოსწავლეებს მასწავლებელმა - მარიკა ღვინიაშვილმა შესთავაზა. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ დირექტორის მ/შ ნელი მექვაბიძე და კლასის დამრიგებელი და მათემატიკის მასწავლებელი ეკატერინე ტეტუნაშვილი, აგრეთვე სხვა მასწავლებლები.

მოსწავლეებმა - ლუკა ზურაბაშვილმა, ლელა კვარიანტაშვილმა, მარი კუთხაშვილმა, მარი ნანეტაშვილმა, მარი კუთხაშვილმა, სერგი კვარიანტაშვილმა, ლია მებაღიშვილმა წარმოადგინეს თავისი ხელით გაკეთებული ხაჭაპური, სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმი, ასევე ოჯახში გამომცხვარი თონის პური. პრეზენტაციის დროს, თითოეულმა მათგანმა პროდუქცია აღწერა, წარმოადგინა რეცეპტი და ხარჯთაღრიცხვა, პროდუქტი შეაფასა მყიდველის და გამყიდველის პოზიციიდან, განსაზღვრა რა დაჯდა მისი წარმოება და რა მოგებას მოიტანს.

მოსწავლეებმა ისაუბრეს საბაზრო ეკონომიკის შესახებ, ფაქტორებზე, რომლებზეც დამოკიდებულია ფასების რეგულირება. აღსანიშნავია,რომ მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთეს ჯანსაღ კვებაზე და ხაზი გაუსვეს ქველმოქმედების საჭიროებას.

„პროექტმა მიზანს მიაღწია. მოსწავლეებმა დაასკვნეს რა უნდა გაითვალისწინონ ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად. მათ გამოთქვეს სურვილი ახლო მომავალში, ქველმოქმედების მიზნით, მოაწყონ საკონდიტრო ნაწარმის სასკოლო ბაზრობა, შემოსული თანხით კი დახმარება გაუწიონ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს“,- გვიყვებიან სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203