გომის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა გარემოსდაცვით თემებზე ნამუშევრები შექმნეს
10-05-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედამიწის დღე. 

ამ გარემოსდაცვით დღესასწაულს პირველ კლასში საინტერესო აქტივობები მიეძღვვნა. პედაგოგი მოსწავლეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, გარემოს დაბინძურების დამღუპველ შედეგებსა და პრევენციის გზებზე ესაუბრა. 

მოსწავლეებმა კი გარემოსდაცვით თემებზე ნამუშევრები შექმნეს და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203