განძის N2 სკოლის მოსწავლე არშაკ ლულუკიანმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა
10-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლას ნიჭიერი, მიზანდასახული და გამორჩეული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც პედაგოგებს სიამაყის მიზეზს ხშირად აძლევენ.
ამჯერად, მე-12 კლასის მოსწავლე არშაკ ლულუკიანი თურქეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირიდან მორიგი ბრწყინვალე გამარჯვებით დაბრუნდა. მან 17 წლამდელთა შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 55 წონით კატეგორიაში, საპრიზო - მე-2 ადგილი დაიკავა.
მას ეს წარმატება სკოლის დირექციამ, დირექტორ სარკის დურგარიანის ხელმძღვანელოებით, ყველა მასწავლებელმა და მოსწავლემ მიულოცა.
არშაკ ლულუკიანს დირექტორმა საპატიო სიგელი გადასცა, უსურვა წინსვლა და უფრო დიდი წარმატებები.
„საყვარელო არშაკ, დარწმუნებულნი ვართ, რომ დიდი მომავალი გელოდებათ, იარე თავდაჯერებულად, იარე თავდაჯერებულად შენი ოცნებებისა და მიზნებისკენ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს