ქვემო სარალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა II მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
10-05-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს.
ამჯერად, ინგლისური ენის მასწავლებელმა ვაფა მუსაევამ და მისმა მოსწავლეებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გმირულად დაღუპული მეომრები გაიხსენეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთნენ.
შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს