წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა კლასის საათი გიორგობის დღესასწაულს მიეძღვნა
10-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერეო და მრავალფეროვან სასწავლო დღეებს სთავაზობენ. 

მე-4 კლასში, დამრიგებელ ირმა გურეშიძის ხელმძღვანელობით, კლასის საათი დაეთმო გიორგობის დღესასწაულს. აქტივობები ინტერაქტიული იყო.

მეოთხეკლასელებმა გააკეთეს პრეზენტაციები წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. შემდეგ ნახეს სახატი ფილმი - „წმინდა გიორგი და გველეშაპი“, რომელშიც მოთხრობილია წმინდანის ცხოვრების სასწაულმოქმედ ეპიზოდებზე.

„მადლობა პატარებს საინტერესო და ამავდროულად სახალისო აქტივობებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 6 მაისს წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203