„ვიცხოვროთ ჯანსაღად“​ - ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ლაშქრობა მოეწყო
10-05-2023

ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სასკოლო პროექტი - „ვიცხოვროთ ჯანსაღად“. 5 მაისს პროექტის სამოქმედო გეგმით მოეწყო ლაშქრობა სოფელ გამართში.

აქტივობის ორგანიზატორები იყვნენ პროექტის ხელმძღვანელები - ნაზი ქამადაძე და ირმა ბოლქვაძე, აგრეთვე პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრი თინათინ ბერიძე.

მოსწავლეებმა გაიარეს გზა თამარის ხიდიდან გამართში აღმართულ ჯვრამდე.

მოსწავლეებისთვის ლაშქრობა შემეცნებითთან ერთად, შთამბეჭდავი და სახალისო აღმოჩნდა. 

„კეთილმოწყობილ მიმზიდველ გარემოში მათ განახორციელეს სხვადასხვა აქტივობა და ლაშქრობა დაასრულეს ისევ თამარის ხიდთან“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203